ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპებს საგამომცემლო საქმიანობით დაკავებული პირებისათვის, კერძოდ, რედაქტორებისთვის, ავტორებისა და ხელნაწერთა რეცენზენტებისათვის. მოცემული პრინციპები შემუშავებულია ჟურნალის რედაქტორების მიერ და რეგულარულად ხდება მათი გადახედვა, და საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი გადაკეთება-დაზუსტება. ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების გამოქვეყნება და სტანდარტების განმარტება ემსახურება იმას, რომ ყველა დაინტერესებული პირისთვის ყურადსაღები იყოს ის, რადგან ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია მთელი დაწესებულებისათვის.
ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპები საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებით
შესავალი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული ემსახურება მეცნიერებას, საინჟინრო და ჰუმანიტარულ დარგებს და ამ მიზნით აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს ჟურნალში, რომლის ფურცლებზეც მკითხველი პერიოდულად ეცნობა მეცნიერულ და საინჟინრო კვლევების შედეგებს. ჟურნალის ყველა რედაქტორის მოვალეობაა, შეიმუშაოს სახელმძღვანელო პრინციპები, რომლითაც იხელმძღვანელებს ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნაშრომების შერჩევისა და მიღების პროცესში.
მოცემული სფეროს არსებითი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა მისი წევრების მიერ იმ კოდექსის მიღება, რომლითაც მოცემულია მათი ქცევის სასურველი წესები და მოვალეობები ერთმანეთისა და საზოგადოების წინაშე. მოცემული კოდექსი შეიქმნა, უპირველესად, საზოგადოების სასარგებლოდ, საგამომცემლო საქმიანობის ინტერესების დასაცავად და ისეთი ქმედებების აღსაკვეთად, რომლებიც, სავარაუდოდ, მხოლოდ ცალკეული ინდივიდების ვიწრო ეგოისტურ ინტერესებს ემსახურება. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მეცნიერების წინსვლას უწყობს ხელს, ადამიანებს შორის ცოდნის გაზიარებაა იმის მიუხედავად, თუ რა ინფორმაციის გაცვლის შედეგად შეიძლება მავანმა პირადი გამორჩენა ნახოს.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჟურნალის რედაქტორები წარმოგვიდგენენ ეთიკური ქცევის რიგ სახელმძღვანელო პრინციპებს საგამომცემლო საქმიანობით დაკავებული პირებისათვის, კერძოდ, რედაქტორებისათვის, ავტორებისა და ხელნაწერთა რეცენზენტებისათვის. ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დამუშავების მიზეზი ნამდვილად არ არის ეთიკური ქცევის ნორმების საგანგაშო მდგომარეობა. წინამდებარე ეთიკური ნორმები დამუშავდა იმ მოსაზრებით, რომ ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვა იმდენად მნიშვნელოვანია მთელი სამეცნიერო დაწესებულებისათვის, რომ ამ სტანდარტების განმარტება ყველა დაინტერესებული პირისთვის ყურადსაღები უნდა იყოს.
ჩვენი აზრით, დღემდე არსებული ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დიდი ნაწილი კარგად ესმით კვალიფიციურ მკვლევრებს, მაგრამ ისინი მნიშვნელოვნად წაადგება ახალბედა მკვლევრებსაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე ეთიკური მითითებები ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს უკვე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მეცნიერთათვისაც, რომლებსაც ეძლევათ საშუალება, გაეცნონ სამეცნიერო პრაქტიკაში ესოდენ მნიშვნელოვან საკითხებს.
მითითებები
ა. ეთიკური ნორმები ჟურნალის რედაქტორებისათვის
ბ. ეთიკური ნორმები ავტორებისთვის
ხელნაწერების ავტორებს მოეთხოვებათ ქვემოთ მოცემული ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა. ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევაში რედაქტორის/რედაქტორების მხრიდან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმები, რომლებიც, სხვა სანქციების გარდა, საგამომცემლო პრივილეგიების გაუქმებასაც გულისხმობს.
ავტორის ძირითადი მოვალეობაა წარმოადგინოს ჩატარებული კვლევის ზუსტი ანგარიში და ობიექტური მიმოხილვა, რომელშიც აღწერილია ჩატარებული კვლევის მნიშვნელობა.
ავტორს უნდა ესმოდეს, რომ ჟურნალში ხელნაწერის პუბლიკაციისათვის გამოყოფილი ადგილი ფასეული რესურსია და მასზე მნიშვნელოვანი დანახარჯია გაწეული. ამდენად, ავტორს მოეთხოვება მისი გონივრულად და ეკონომიურად გამოყენება.
კვლევის პირველად ანგარიშში მოცემული უნდა იყოს საკმარისი მონაცემები და მითითებები ინფორმაციის საყოველთაოდ ხელმისაწვდომ წყაროებზე, რაც საშუალებას მისცემს ავტორის კოლეგებს, მოიხსენიონ ნაშრომი. შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ავტორები უნდა შეეცადონ წარმოადგინონ ისეთი უჩვეულო მასალების ნიმუშები, რომელთა მოპოვებაც სხვა მკვლევრებისთვის შეუძლებელია. ასეთ მასალებს განეკუთვნება კლონები, მიკროორგანიზმის შტამები, ანტისხეულები და სხვ. ამას გარდა, მოთხოვნის საფუძველზე, ავტორებმა უნდა წარმოადგინონ მასალების გადატანის შესახებ ხელშეკრულებები მასალების უკონტროლო და არასასურველი გამოყენების აღკვეთის მიზნით, რისი მიზანიც ავტორების ლეგიტიმური უფლებების დაცვაა.
ავტორმა მითითება უნდა გააკეთოს იმ პუბლიკაციებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს მითითებული ნაშრომის შინაარსი და რომლებიც შეიცავს მითითებას წარსულში დამუშავებულ ყველა იმ ნაშრომზე, რომლებიც ეხმარება მკითხველს მოცემული კვლევის უკეთ გაგებაში. იმ ნაშრომის ციტირება, რომელიც არ მიეთითება მოცემულ კვლევაში, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. აღნიშნული არ ეხება რეცენზიას. ავტორი ვალდებულია ჩაატაროს ინფორმაციული ძიება (ლიტერატურის მოძიება), მოიძიოს და მიუთითოს ამოსავალი პუბლიკაციები, რომლებშიც მოცემულია თავის ნაშრომთან დაკავშირებული ნაშრომი. ნაშრომში გამოყენებულ დეფიციტურ მასალასთან დაკავშირებით კეთდება შესაბამისი ციტირება წყაროების მითითებით, თუ მასალა არა ავტორის, არამედ სხვა პირის მიერ არის მოწოდებული.
კვლევაში გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებთან, აღჭურვილობასთან თუ პროცედურებთან დაკავშირებით უჩვეულო/იშვიათი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი გარკვევით უნდა მიეთითოს ხელნაწერში, რომლის საფუძველზეც ქვეყნდება ნაშრომი.
სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს ანგარიშების დანაწევრება არ არის რეკომენდებული. მეცნიერმა, რომელმაც ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამუშაოები სისტემაზე ან კვლევასთან დაკავშირებულ სისტემათა ჯგუფზე, პუბლიკაცია ისეთი სტრუქტურით უნდა წარმოადგინოს, რომ თითოეულ ანგარიშში მოცემული იყოს ზოგადი კვლევის ყოველი კონკრეტული ასპექტის ამომწურავი მიმოხილვა. დანაწევრებული ანგარიში ჟურნალის ფურცლებზე საჭიროზე მეტ ადგილს იკავებს და ართულებს ლიტერატურის მოძიებას (ინფორმაციულ ძიებას). მკითხველს უიოლდება ინფორმაციის აღქმა, როდესაც ანგარიშები რელევანტური კვლევების შესახებ ქვეყნდება ერთსა და იმავე ჟურნალში ან მხოლოდ რამდენიმე ჟურნალში.
ხელნაწერის გამოსაქვეყნებლად წარდგენისას ავტორი ვალდებულია რედაქტორს აცნობოს მის ხელნაწერთან დაკავშირებული იმ ხელნაწერების შესახებ, რომლებიც ავტორს წარედგინა სარედაქციო განხილვისათვის ან გამოქვეყნებულია პრესაში. რედაქტორს უნდა წარედგინოს ამ ხელნაწერთა ასლები და უნდა მიეთითოს, თუ რა სახის დამოკიდებულება არსებობს მოცემულ ხელნაწერებსა და პუბლიკაციისთვის წარმოდგენილ ხელნაწერს შორის.
არ არის რეკომენდებული ავტორმა ხელნაწერები, რომლებშიც აღწერილია არსებითად ერთი და იგივე კვლევა, წარადგინოს პირველადი პუბლიკაციისთვის ერთზე მეტ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, თუ საქმე არ ეხება დაწუნებული ან პუბლიკაციიდან ამოღებული ხელნაწერის ხელმეორედ წარდგენას. საზოგადოდ, დასაშვებია მთელი კვლევის ამსახველი ხელნაწერის წარდგენა, რომელშიც განხილულია წარსულში გამოქვეყნებული იგივე ნაშრომის მოკლე წინასწარი ანგარიშიც („შეტყობინება“ ან „წერილი“). თუმცა, ასეთის წარდგენისას აუცილებელია რედაქტორს ეცნობოს წარსული შეტყობინების თაობაზე, ხოლო წინასწარი შეტყობინების შესახებ გაკეთდეს ციტირება ხელნაწერში.
ავტორმა უნდა მიუთითოს მთელი ციტირებული და წარმოდგენილი ინფორმაციის წყარო, გარდა საყოველთაოდ ცნობილი/აღიარებული ინფორმაციისა. ავტორის ნაშრომში ისეთი კერძო არხებით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება და მითითება, როგორიცაა მაგ., არაოფიციალური საუბრები, მიმოწერა და დისკუსია მესამე მხარესთან დაუშვებელია მკვლევრის სპეციალური ნებართვის გარეშე, ვისთან ერთადაც მიიღო ინფორმაცია. იგივე წესები ვრცელდება ისეთი კონფიდენციალური მომსახურებისას მიღებულ ინფორმაციაზე, როგორიცაა ხელნაწერის რეცენზირება და ანკეტების წარდგენა.
ექსპერიმენტული ან თეორიული კვლევა შეიძლება ამართლებდეს სხვა მეცნიერის ნაშრომის კრიტიკას და, არაერთ შემთხვევაში, მკაცრ კრიტიკასაც კი. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი კრიტიკული შეფასება შეიძლება გამოქვეყნებულ ნაშრომებშიც მიეთითოს, თუმცა, პირადი კრიტიკა სრულიად დაუშვებელია.
ნაშრომის თანაავტორები უნდა იყვნენ პირები, რომელთაც მნიშვნელოვანი მეცნიერული წვლილი მიუძღვით მოცემულ ნაშრომში და რომლებიც სხვებთან ერთად პასუხს აგებენ და ანგარიშვალდებულად თვლიან თავს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. თანაავტორების მიერ სხვა სახით გაწეული წვლილი მოცემულ ნაშრომთან დაკავშირებით მიეთითება სქოლიოში ან „მადლობის“ ნაწილში. კვლევასთან ადმინისტრაციული ხასიათის კავშირი თავისთავად არ გულისხმობს მოცემული პირის თანაავტორობას (თუმცა, განსაკუთრებული ადმინისტრაციული დახმარების შემთხვევაში რეკომენდებულია მადლობის გამოხატვა). გარდაცვლილი პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ თანაავტორად აღიარების კრიტერიუმს, იწერებიან თანაავტორებად, ხოლო ცნობა მათი გარდაცვალების შესახებ (კერძოდ, გარდაცვალების თარიღი) მოცემულია სქოლიოში. ავტორი და თანაავტორი გამოგონილი სახელით არ მოიხსენიება. ავტორი, რომელიც წარადგენს ხელნაწერს პუბლიკაციისათვის, პასუხს აგებს იმ ფაქტზე, რომ მის მიერ მითითებული თანაავტორები ნამდვილად ხელნაწერის თანაავტორები არიან და არც ერთი პირი, რომელიც არ არის თანაავტორი, არ არის ავტორის მიერ თანაავტორად მოხსენიებული. ხელნაწერის წარმომდგენი ავტორი ვალდებულია ყველა ცოცხალ თანაავტორს გაუგზავნოს ხელნაწერის ასლი და მიიღოს თანაავტორის თანხმობა ხელნაწერის თანაავტორობაზე.
გ. ეთიკური ნორმები ხელნაწერთა რეცენზენტებისათვის
რამდენადაც ხელნაწერის რეცენზია პუბლიკაციის პროცესისა და ამდენად, სამეცნიერო მეთოდით ოპტიმალურად სარგებლობის მნიშვნელოვანი საფეხურია, ყოველი მეცნიერი ვალდებულია ისარგებლოს რეცენზენტის მომსახურებით.
შერჩეული რეცენზენტი, რომელიც თვლის, რომ არ აქვს ადეკვატური კვალიფიკაცია ხელნაწერით წარმოდგენილი კვლევის შესაფასებლად, ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ხელნაწერი რედაქტორს.
11.წარმოდგენილი ხელნაწერის რეცენზირების დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს კრიტიკა რეცენზენტის მხრიდან, არაერთ შემთხვევებში, მკაცრი კრიტიკაც. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი კრიტიკული შეფასება შეიძლება ნაშრომებთან ერთად გამოქვეყნდეს. თუმცა, პირადი კრიტიკა სრულიად დაუშვებელია.
დ. ეთიკური ნორმები მეცნიერთათვის, რომლებიც აქვეყნებენ ნაშრომებს არასამეცნიერო ლიტერატურულ წყაროებში
მეცნიერი, რომელიც აქვეყნებს ნაშრომს პოპულარულ ლიტერატურულ წყაროებში, მოვალეა, ზუსტად გადმოსცეს კვლევების არსი და მიუკერძოებლად განმარტოს ისინი, როგორც მოცემული კვლევების სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნების შემთხვევაში.
რამდენადაც არასპეციალისტს შეიძლება არ ესმოდეს სამეცნიერო ტერმინოლოგია, მეცნიერმა შეიძლება მიზანშეწონილად ჩათვალოს ნაშრომში ნაკლებად სპეციფიკური სიტყვების გამოყენება, რაც გაუმარტივებს საზოგადოებას გამოქვეყნებული მასალის აღქმას. იმის გათვალისწინებით, რომ ურთიერთობას მეცნიერებსა და ფართო საზოგადოებას შორის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სამეცნიერო ტერმინების შედარებით პოპულარული ენით გადმოცემა დასაშვებიც კია. თუმცა, მეცნიერი უნდა ეცადოს მაქსიმალურად დაიცვას სამეცნიერო ტერმინოლოგიის სიზუსტე პოპულარული ენით წერისას, შენიშვნებისა და ინტერვიუების გამოქვეყნებისას, რაც ხელს არ შეუშლის ეფექტურ ურთიერთობას საზოგადოებასა და მეცნიერს შორის.
მეცნიერი ვალდებულია, საზოგადოებას არ ამცნოს აღმოჩენის შესახებ თუ არ არსებობს აღმოჩენის საკმარისად მყარი ექსპერიმენტული, სტატისტიკური ან თეორიული საფუძველი, რის შედეგადაც მოხდება მისი სამეცნიერო ლიტერატურულ წყაროში გამოქვეყნება. ექსპერიმენტული ნაშრომისა და იმ შედეგების ანგარიში, რომელთა საფუძველზეც ქვეყნდება აღმოჩენა სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, წარმოდგენილი უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე. თუმცა, მეცნიერებმა მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ კვლევის შედეგების გამოქვეყნება საზოგადოებრივ პრესაში, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ან განცხადებათა ელექტრონულ დაფაზე, შეიძლება ჟურნალის რედაქტორის მიერ სამეცნიერო ჟურნალში წინასწარი შეტყობინების გამოქვეყნებად ჩაითვალოს.