სარედაქციო პოლიტიკა
სტუ-ის სამეცნიერო შრომათა კრებული არის არაკომერციული გამოცემა. მასში სტატიების გამოქვეყნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, თანამშრომლებისა და სამივე საფეხურის სტუდენტისთვის სტატიის დაბეჭდვა უფასოა. ჟურნალში სტატიები იბეჭდება ქართულ ან ინგლისურ ენებზე. ჟურნალი მულტიდისციპლინური, რეფერირებადი პერიოდული გამოცემაა. გამოიცემა ყოველკვარტალურად. ამ პერიოდულობის ფარგლებში დასაშვებია სპეციალური საიუბილეო ნომრის გამოცემა, სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ჟურნალი რეგისტრირებულია საერთაშორისო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში და არის ღიად ხელმისაწვდომი გამოცემა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი დამატებითი გადასახადის ან რეგისტრაციის გარეშე მოიძიოს, გაეცნოს, ჩამოტვირთოს ან გამოიყენოს და შემდეგ მიუთითოს ნაშრომის ლინკი თავის ტექსტში.