საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო შრომების კრებული
GE  
GE EN


  •  

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალ „შრომები“

    დებულება

    მუხლი 1. ძირითადი დებულებები

    1.1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული ჟურნალი „შრომები” (შემდგომში - სამეცნიერო ჟურნალი) არის ყოველკვარტალური მულტიდისციპლინური რეცენზირებადი, რეფერირებადი პერიოდული გამოცემა, რომელიც დაარსდა 1924 წელს, ჟურნალში ქვეყნდება სამეცნიერო კვლევების შედეგების ამსახველი პუბლიკაციები.

    1.2. სამეცნიერო ჟურნალის ფორმირება რეგლამენტიებულია საქართველოს განათლე­ბი­სა და მეცნიერების სამინისტროს ძირითადი ნორმატიულ‐სამართლებრივი დოკუმენტე­ბით და სტუ-ის წესდების, აგრეთვე სტუ-ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ დადგენილი დებულებით და ამ დებულების შესაბამისად.

    მუხლი 2. მიზნები

    2.1. მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო‐კვლევითი, სამეცნიერო‐პრაქტიკული და ექსპე­­რი­მენტული საქმიანობის შედეგების ასახვა, სამეცნიერო-კვლევითი მუშაო­ბის პროპაგანდა და სტიმულირება.

    2.2. სამეცნიერო კვლევის პროცესისა და პუბლიკაციების მომზადების ჰარმონი­ზება სტანდარტებთან; უნივერსიტეტში შექმნილი სამეცნიერო‐კვლევითი პროდუქციის ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

    მუხლი 3. გამოცემის წესი და პერიოდულობა

    3.1. სამეცნიერო ჟურნალი გამოიცემა ყოველკვარტალურად (წელიწადში ოთხჯერ) და მინიჭებული აქვს ISSN-ი(International Standard Serial Number) — უნივერსალური ნომერი, რომელიც ნაბეჭდი ან ელექტრონული პერიოდული გამოცემის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება. ნომერი შეიცავს რვა ციფრს. მერვე ციფრი საკონტროლოა).

    3.2. დასრულებულ კრებულს და ყველა სტატიას ცალ-ცალკე ენიჭება DOI - (ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი (Digital Object Identifier)), ჟურნალის სრული PDF ვერსია განთავსდება შრომათა კრებულის ვებსაიტზე - Shromebi.gtu.ge და სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში.

    3.3 სამეცნიერო ჟურნალში აისახება სტუდენტთა და მეცნიერთა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების შედეგები, კრებულში სტატიები დალაგებულია SCOPUS-ის სამეცნიერო ჟურნალების კლასიფიკატორის მიხედვით.

    მუხლი 4. სამეცნიერო ჟურნალის ხელმძღვანელობა

    4.1. სამეცნიერო ჟურნალს ხელმძღვანელობს მთავარი რედაქტორი (სტუ-ის რექტორი) და სარედაქციო კოლეგია;

    4.2. სარედაქციო კოლეგიას ხელმძღვანელობს ჟურნალის მთავარი რედაქტორი (სტუ-ის რექტორი).

    4.3. სარედაქციო კოლეგიას შეუძლია უარი თქვას სტატიის გამოქვეყნებაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებსა და წესებს.

    4.4. სამეცნიერო ჟურნალის დაკომპლექტებას, გამოცემას და დასტამბვას უზრუნველყოფს საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“.

    მუხლი 5. სტატიების მიღება, განხილვა, რეცენზირება, გამოქვეყნება

    5.1. სტატია გამოსაქვეყნებლად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს ჟურნალის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს („ავტორთა საყურადღებოდ“ განთავსებულია სამეცნიერო ჟურნალის ვებსაიტზე - http://shromebi.gtu.ge/en/forauthors.

    5.2. გამომცემლობის ვებსაიტის ადმინისტრატორი და რედაქტორი სტატიის შესახებ ინფორმაციას ატვირთავს ჟურნალის ვებსაიტზე.

    5.3. გამოქვეყნების მიზნით მიიღება მხოლოდ ადრე გამოუქვეყნებელი საატორო მასალები სამეცნიერო (პრაქტიკული) სტატიები.

    5.4. სტატიები მიიღება როგორც უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და დოქტორა­ნტებისაგან, ისე გარეშე პირებისაგან.

    5.5. რედაქციაში იგზავნება სტატიის ეგზემპლარი, დადგენილი წესის მიხედვით და თანამდევი დოკუმენტაციით. ცნობები ავტორის/თანაავტორების, რეცენზენტების შესახებ, ანოტაციები და საკვანძო სიტყვები ქართულ, ინგლისურ ენებზე, ასევე ყველა საბუთი, ელექტრონული ვერსია CD-ზე ან ელექტრონული ფოსტით.

    5.6. ყოველ სტატიას უნდა ახლდეს ორი რეცენზია, ოქმის ამონაწერი და სტატიის ანტიპლაგიატზე შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

    5.7. სამეცნიერო ჟურნალში სტატიების რეცენზირების ფორმაა ღია რეცენზირება. რეცენზენტმა შეიძლება გასცეს რეკომენდაცია სტატიის გამოსაქვეყნებლად, ან მის გამოსაქვეყნებლად შესაბამისი გადამუშავების შემდეგ შენიშვნების გათვალისწინებით, ან არ გასცეს ასეთი რეკომენდაცია საერთოდ. თუ რეცენზენტი არ იძლევა სტატიის გამოქვეყნების რეკომენდაციას ან მის გამოქვეყნებას შესაძლებლად თვლის გარკვეული გადამუშავების შემდეგ შენიშვნების გათვალისწინებით, რეცენზიაში უნდა მიუთითოს მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზები.

    5.8. შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს ავტორის მიერ განხილული სამეცნიერო პრობლემის აქტუალობას. რეცენზია ცალსახად უნდა ახასიათებდეს კვლევის თეორიულ და გამოყენებით ღირებულებას, უფარდებდეს ავტორის დასკვნებს არსებულ სამეცნიერო კონცეფციებს. აუცილებლად უნდა შეფასდეს სტატიის ავტორის პირადი წვლილი მოცემული პრობლემის გადაწყვეტაში. მიზანშეწონილია განხილულ იქნეს დასკვნების სანდოობა და საფუძვლიანობა.

    5.9. მიმდინარე ნომრის დაგენილი ვადების ფარგლებში სარედაქციო კოლეგიის რიგით სხდომაზე საბოლოოდ განიხილება სტატიის გამოქვეყნების საკითხი. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ავტორს/ავტორებს ეცნობება(თ). თუ სტატია საჭიროებს შემდგომ დამუშავებას, წერილში უნდა დაფიქსირდეს შესაბამისი შენიშვნები, ხოლო სტატიის გამოქვეყნებაზე უარის თქმისას უნდა მიეთითოს აღნიშნულის მიზეზები. გამოგზავნილი მასალები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.

    5.10. საკმარისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სტატიები შეიძლება გაიგზავნოს დამატებითი რეცენზირებისათვის.

    5.11. შენიშვნების გათვალისწინებით ავტორის მიერ გადამუშავებული ტექსტის რედაქციაში გადაგზავნის შემთხვევაში, სტატია განიხილება საერთო წესის მიხედვით.

    5.12. თუ სტატიის გამოქვეყნების საკითხის გამო სარედაქციო კოლეგიის წევრებს შორის უთანხმოებაა, გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესბით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტილებას იღებს მთავარი რედაქტორი.

    5.13. ყველა უფლება დაცულია. ამ კრებულში გამოქვეყნებული ნებისმიერი სტატიის (ტექსტი, ფოტო, ილუსტრაცია თუ სხვა) გამოყენება არც ერთი ფორმითა და საშუალებით (ელექტრონული თუ მექანიკური) არ შეიძლება. საავტორო უფლებების დარღვევა ისჯება კანონით. ავტორი (ავტორები) პასუხისმგებელია სტატიის შინაარსზე და საავტორო უფლებებისა და სამეცნიერო ეთიკის საყოველთაოდ მიღებული სხვა ნორმების დაცვაზე. სტატიის ავტორის (ავტორების) პოზიცია შეიძლება არ ემთხვეოდეს საგამომცემლო სახლის პოზიციას.

    მუხლი 6. სტატიის გაფორმების წესი

    6.1.სტატია (მიიღება ქართულ, ინგლისურ ენებზე), ქვეყნდება ორიგინალის ენაზე.

    6.2. ავტორს შეუძლია საგამომცემლო სახლში პუბლიკაციისთვის მოგვაწოდოს ან ელექ­ტრონული ფოსტით გამოგვიგზავნოს ერთი ან რამდენიმე სტატია, აგრეთვე თანდართული დოკუმენტაციის დასკანერებული ფაილები, მაგრამ კრებულის ერთ ნომერში გამოქვეყნდება მხოლოდ ორი ნამუშევარი.

    მუხლი 7. ფინანსური საკითხები

    7.1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №200 დად­გე­ნილებით (22.01.2010წ.), ფიზიკურმა პირმა, რომელიც არ არის საქართველოს ტექ­ნი­კური უნივერსიტეტის თანამშრომელი ან სტუდენტი, შრომების კრებულში სტატიის გამოქ­ვეყნებისათვის წინასწარ უნდა შეიტანოს ან გადმორიცხოს საჭირო თანხა (1 გვერდი – 10 ლარი) და სტატიის დოკუმენტაციას (ორი რეცენზია და ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭოს მიმართვა სტატიის სტუ-ის შრომების კრებულში გამოქვეყნების შესახებ) დაურთოს გადახდის ქვითარი. გრაფაში „გადახდის დანიშნულება“ უნდა ჩაიწეროს „სტატიის გამოქვეყნების ღირებულება“.

    სტუ-ის საბანკო რეკვიზიტებია: სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

    საიდენტიფიკაციო კოდი 211349192;

    მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა;

    მიმღებისდასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში;

    ბანკის კოდი: TRESGE22;

    მიმღებისანგარიში: სახაზინო კოდი 708977259.

    გთავაზობთ სამეცნიერო სტატიის გაფორმების წესს:

    7.2. სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი სახით A4 ფორმატის ფურცელზე, არანაკლებ 5 გვერდისა (არეები – 2 სმ, ინტერვალი – 1,5);

    7.3. სტატია შესრულებული უნდა იყოს doc ან docx ფაილის სახით (MS Word) და ჩაწერილი – ნებისმიერ მაგნიტურ მატარებელზე;

    7.4. ქართული ტექსტისთვის გამოიყენეთ შრიფტი Sylfaen, ზომა ინგლისური ტექსტებისთვის – შრიფტი Times New Roman, ზომა 12.

    ბოლო ნომერი

    N1(535) - 2025

     
    © საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“ 2019, ყველა უფლება დაცულია. ბოლო განახლება 26.03.2025