საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო შრომების კრებული
GE  
GE EN


  •  

    სტუ-ის რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პერიოდული ჟურნალი „შრომები“

    ჟურნალი „შრომები“ დაარსდა 1924 წელს. პირველი ნომრის რედაქტორი გახლდათ აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი. ჟურნალის პერიოდულობაა წელიწადში 4 ნომერი. დღეისათვის გამოცემულია სამეცნიერო შრომების 532 ნომერი.

    კრებული ინდექსირებულია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ საინფორმაციო ბაზაში:

    სტუ-ის შრომებს მინიჭებული აქვს სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი ISSN 1512-0996 ( International Standard Serial Number).

    2000 წლიდან შრომების სტატიები რეფერირდება პოლითემატურ ქართულ რეფერატულ ჟურ­ნალში (ქრჟ) ქართულ და ინგლისურ ენებზე.

    შრომების რეფერატები ქართულ და ინგლისურ ენებზე ასახულია მონაცემთა ბაზაში - საქართველოს პუბლიკაციები.

    2015 წლიდან შრომების კრებული რეგისტრირებულია ცენტრა­ლუ­რი ევროპის სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალების მონაცემთა ბაზაში Index Copernicus International.

    2019 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის − „ტექინფორმის“ ხელ­შეწყო­­ბით, სამეცნიერო შრომების კრებულს მიენიჭა ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი DOI (Digital Object Identifier).

    2019 წლიდან შრომების სტატიები და რეფერატები აგრიკულტურის შესახებ ექსპორტირდება გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო საინფორმაციო სისტემაში UN FAO AGRIS. ტექინფორმი ამ სისტემის ეროვნული ჰაბია საქართველოში.

    2021 წლიდან შრომების კრებული რეგისტრირებულია და მასში გამოქვეყ­ნე­ბუ­ლი ყველა სტატია აისახება მაძიებელ სისტემაში Google scholar.

    2022 წლიდან კრებული რეგისტრირებულია საქართვე­ლოს ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბიბლიოთეკის ფონდში „ივერიე­ლი“.

    2023 წლიდან სტუ-ის რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პერიოდული ჟურნალი „შრომები“ ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 International-ით (CC BY-NC 4.0.)

    2024 წლის მარტიდან კრებულს მინიჭებული აქვს ევრაზიის სამეცნიერო ჟურნალების ინდექსი და განთავსებულია მათ ბაზაში Eurasian Scientific Journal Index.

    შრომების კრებული ხელს უწყობს ქართველ მეცნიერთა და სტუდენტთა მიღწევების პოპულარიზაციას.

    ბოლო ნომერი

    N2(532) - 2024

     
    © საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“ 2019, ყველა უფლება დაცულია. ბოლო განახლება 17.09.2024